როგორც იცით, ნატურმორტი ფრანგული სიტყვაა და სიტყვასიტყვით “მკვდარ ბუნებას” ნიშნავს. სახვითი ხელოვნების ეს ჟანრი მართლაც უსულო საგნებს ასახავს. ნატურმორტის “გმირად” შეიძლება იქცეს ნებისმიერი ნივთი: ჭურჭელი, ხილი, ყვავილები, ქსოვილი, მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა. მხატვრები ამ ნივთებს სურათის სიბრტყეზე, თავისი ჩანაფიქრის შესაბამისად, ისევე ანაწილებენ, როგორც თქვენ განალაგეთ საგნები მაგიდაზე. ელემენტების განაწილებით იქმნება ნატურმორტის კომპოზიცია. ნატურმორტი დამოუკიდებელ ჟანრად XVII საუკუნიდან გვხვდება. ეს ჟანრი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ჰოლანდიაში, სადაც იგი რიგით ჰოლანდიელთა...
↧