ხატი ქრისტიანული კულტურის ნაწილია. მორწმუნისათვის ხატი თითქოს ერთგვარი სარკმელია, რომლის საშუალებითაც იგი სულიერ სამყაროს ეზიარება. ქრისტიანულ სამყაროში ხატი ტაძრის და, შესაბამისად, რიტუალის განუყოფელი ელემენტია. არსებობს ჭედური, მოზაიკური, მინანქრის, სპილოსძვლის და ფერწერული ხატები. ფერწერული ხატის ხელოვნება, ანუ ხატწერა დაზგური მხატვრობის ერთ-ერთი სახეობაა. თავდაპირველად ხატებზე მაცხოვარს, ღვთისმშობელს ან მოციქულთა და ცალკეულ წმინდანთა ფიგურებს გამოსახავდნენ. ქრისტიანული ხელოვნების განვითარებასთან ერტად გაჩნდა ხატები, რომლებზეც სახარების სიუჟეტები იყო ასახული. ზოგჯერ წმინდანის გამოსახულების გარშემო მისი ცხოვრების...
↧