პორტრეტის დახატვა საკმაოდ რთული საქმეა. ადამიანის გამოსახვა სიბრტყეზე, მისი მსგავსების გადმოცემა, შინაგანი სამყაროს გახსნა, დეტალებისა და აქსესუარების დახატვა, მათი ფაქტურის ჩვენება – ეს ის ამოცანებია, რომლებიც პორტრეტის შექმნისას მხატვრის წინაშე დგას. პორტრეტი კონკრეტული ადამიანის გამოსახულებაა, ის უმეტესწილად გარეგნული მსგავსების გადმოცემას გულისხმობს, თუმცა, ეს ყოველთვის ასე არაა; ხშირად, განსაკუთრებით XX საუკუნის ხელოვნებაში, მხატვრები სულაც არ ისახავდნენ ამას მიზნად. პაბლო პიკასო. ამბრუაზ ვოლარის პორტრეტი, 1909-1910 წწ. პაბლო პიკასოს მიერ შექმნილ ამბრუაზ ვოლარის...
↧