როგორც უკვე იცით, სახატავად გამზადებულ ტილოს მხატვარი სამუშაოდ მოლბერტზე – ერთგვარ დაზგაზე – დგამს. სწორედ აქედან იღებს სათავეს ტერმინი “დაზგური ფერწერა”. მხატვრობის ეს სახეობა ძველთაგანვე იყო ცნობილი. მაგ., ახ.წ.I-II სს-ში ეგვიპტეში ხის დაფაზე ცვილის საღებავებით ხატავდნენ ადამიანებს, ხოლო მათი გარდაცვალების შემდეგ ამ სურათებს მათ სარკოფაგებზე ამაგრებდნენ. დაზგური ფერწერის განვითარება რენესანსის ეპოქასთანაა დაკავშირებული, რასაც დიდად შეუწყო ხელი ე.წ. ზეთის საღებავების – ზეთთან შერეული პიგმენტების – დამკვიდრებამ. ამ საღებავების გამორჩეულმა თვისებებმა...
↧